სემეკი იწვევს დაინტერესებულ პირებს საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესახებ მოსაზრებების წარსადგენად

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საირიგაციო წყლის მიწოდების წესებზე. წესებით დარეგულირდება მიმწოდებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან გარანტირებული და საპროგნოზო წყლის მიწოდების, მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების პირობები და პროცედურები.

სემეკი იწვევს დაინტერესებულ პირებს წესებთან დაკავშირებით კომისიაში წარადგინონ მოსაზრებები.

მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 17 აგვისტო.  მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია სემეკში – ა. მიცკევიჩის N19 ან შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org

საირიგაციო წყლის მიწოდების წესების პროექტი გამოქვეყნებულია სემეკის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის: https://gnerc.org/ge/public-information/sadjaro-tsarmoeba/mimdinare-sadjaro-tsarmoebebi/sadjaro-administratsiuli-tsarmoeba/125849

 

შემთხვევითი სიახლე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი …