სემეკი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენას უერთდება

23 ივნისს, დედაენის ბაღში, საქართველოს მდგრად ენერგეტიკის დღეს, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენას “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)” შემოუერთდება!
 სემეკი არის დამოუკიდებელ მარეგურებელ ორგანო, რომელიც არეგულირებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებს.
 სემეკის მიერ წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ნეტო-აღრიცხვისა და გამარტივებული კომუნალური სერვისების შესახებ. სემეკის წარმომადგენლები გაუწევენ კონსულტაციებს მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის საკითხებზე.
ინფორმაციისთვის,  ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ვორქშოფებში და ისწავლონ ენერგიის დაზოგვის ყოველდღიური პარქტიკები, გაეცნონ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ან რეალიზაციას უწევენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს, ჩაერთონ საგანმანათლებლო აქტივებებში ინჟინერიასა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

 ღონისძიება იმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ …