სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2022 წლის 1 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 135 950 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.780 პროცენტით, მაქსიმალური 9.850 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.788 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სტენდი IMTM 2026-გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია – თემო მაჭარაშვილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორის 30-ზე მეტ წარმომადგენელთან ერთად, ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში …