სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 28 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 170 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.840 პროცენტით, მაქსიმალური 9.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.865 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

შემთხვევითი სიახლე

ისრაელისთვის საქართველო კვლავ პრიორიტეტულ ტურისტულ მიმართულებად რჩება – თამუნა კურტანიძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 ქვეყნის პოპულარიზაციას განაგრძობს. IMTM …