სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

1 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

 

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 150 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.140 პროცენტით, მაქსიმალური 9.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.205 პროცენტით განისაზღვრა.

 

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის წარმომადგენელმა თეიმურაზ იზორიამ პროექტში International Visitor Leadership Program მონაწილეობა მიიღო

სემეკის წარმომადგენელმა თეიმურაზ იზორიამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში – International Visitor …