სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2022 წლის 25 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

 

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 181 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.990 პროცენტით, მაქსიმალური 9.270 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.236 პროცენტით განისაზღვრა.

 

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …