სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 219 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.300 პროცენტით, მაქსიმალური 10.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  10.324 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …