სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 14 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 61 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.950 პროცენტით, მაქსიმალური 10.00 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.963 პროცენტით განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო „ფოსტა მესტიაში“ ივნის-ივლისის ტურისტული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფოსტაში“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ. სასტუმრო გენერალური მენეჯერის, გვანცა ფალიანის ინფორმაციით, …