საქსტატმა რეგიონებში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რეგიონებში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობებისთვის საქსტატის ძირითადი პრიორიტეტებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა, სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით მათი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ინფორმაციული უზრუნველყოფა.
🟢 გურია პირველი რეგიონია, სადაც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ესწრებოდა გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და გურიის რეგიონალური სტატისტიკის ბიუროს წარმომადგენლები.
🟢 როგორც შეხვედრის შემდეგ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, სტატისტიკურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამასთან, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინფორმირებულობის ამაღლებას, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
🟢 შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, განიხილეს სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების საჭიროებები და იმსჯელეს საქსტატის სამომავლო გეგმებში მისი ასახვის შესაძლებლობებზე.
🟢 საქსტატი გეგმავს წლის განმავლობაში კონსულტაციები გამართოს ყველა რეგიონის ადგილობრივ მმართველობასთან და თვითმმართველობებთან, რაც გულისხმობს რეგიონულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლას და აქტიურ დიალოგს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

შემთხვევითი სიახლე

ქართულ ტურისტულ ბაზარზე ახალი, უნიკალური პროდუქტი „ქარავანი“ გამოჩნდა

„მუსიკალური ქარავანი“ – ეს არის ტურისტული მოძრაობა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს ტურისტულ ღონისძიებებს გემოვნებიან …