საქსტატმა გენდერული სახელფასო სხვაობის მაჩვენებლის გამოქვეყნება დაიწყო

საქსტატმა შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის გამოქვეყნება დაიწყო. აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშება განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ რეგიონში აღნიშნული მაჩვენებელის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით არ იწარმოება და საქართველომ ამ მიმართულებით პირველმა გადადგა ნაბიჯი.
✅ გენდერული სახელფასო სხვაობა წარმოადგენს კაცისა და ქალის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის თანაფარდობას კაცის საშუალო ხელფასთან. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ფუნდამენტური კონვენცია „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ ქვეყნებს ავალდებულებს უზრუნველყონ თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება დისკრიმინაციის გარეშე. შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა ითვალისწინებს ინდივიდების დემოგრაფიულ (ასაკი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილმდებარეობა – რეგიონი/დასახლების ტიპი და ა.შ.) და სამუშაო მახასიათებლებს (ეკონომიკური საქმიანობის სფერო, დაკავებული პოზიცია და. ა.შ.). აღნიშნული სხვაობა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელია.
✅ შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის გაანგარიშება წარმოადგენს პროგრესს გენდერული სტატისტიკის განვითარების თვალსაზრისით და შრომის ბაზარზე არსებული გენდერული ბარიერების იდენტიფიცირებისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული უთანასწორობის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებას.
✅ შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის მაჩვენებლის გაანგარიშება ასევე გათვალისწინებულია საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლების სტრატეგიით.

შემთხვევითი სიახლე

მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება. …