საქსტატი: პირველ კვარტალში უმუშევრობა 0.9%-ით შემცირდა

თბილისი (BPI) – 2020 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმუშევრობა 0.9%-ით შემცირდა და 11.9% შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს.

2020 წლის I კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.6% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.2 და 0.5%-ული პუნქტით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 0.1%-ული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.9%-ული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.9%-ული პუნქტით.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …