საქართველო და უკრაინა სატრანსპორტო გადაზიდვებზე თანამშრომლობას აღრმავებენ

თბილისი (BPI) – დღეს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვების გაცვლა, სატრანსპორტო პროცედურების კონტროლის გამარტივება და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო სისტემების გამოყენებით.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ – გურამ გურამიშვილმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ – დმიტრო აბრამოვიჩმა მოაწერეს.

ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების და საინფორმაციო სისტემების საავტომობილო გადაზიდვებში დანერგვის პროცესებში თანამშრომლობასა და ეტაპობრივად დღეისათვის არსებული ქაღალდის ნებართვების და მათი ხელით კონტროლის სისტემის სრულად ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ასევე ორ ქვეყანას შორის საბორნე და საფიდერო გემების რეგულარული მიმოსვლა განიხილეს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …