საქართველოში საფრენი უპილოტო აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროსა და „დელტას“ თანამშრომლობით კერძო კომპანია დაფუძნდა, რომელიც დრონების მწარმოებელი იქნება.

“ჩვენ დავასრულეთ ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან, რომლის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და ძალიან გამართლებული კერძო საწარმოა. კომპანია “დელტასთან” ერთად კერძო საწარმო დავაფუძნეთ და წლის ბოლომდე დავიწყებთ საფრენი აპარატების გამოშვებას”, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ დრონების საწარმოებლად თავდაცვის სამინისტრომ პოლონურ WB Electronics-თან ერთობლივი კომპანია დააფუძნა.

 

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …