საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, რეისების დამატება 27 და 28 იანვარს მოხდება.

„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი- თბილისის  მიმართულებით   რეისებს ამატებს:

მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ  თანდართულ ცხრილში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტები საერთაშორისო ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) განხორციელებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების …