საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში Airbnb-ის საშუალებით ბინების დაქირავება ისევ შესაძლებელია

თბილისი (BPI) – Airbnb-მა სადავო ტერიტორიებზე კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა, – ინფორმაციას იმედინიუსი New York Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში ლაპარაკია იმაზე, რომ მსურველებს Airbnb-ის საშუალებით ბინების დაქირავება მდინარე იორდანეს დავალეთ სანაპიროზე შეეძლებათ. ამავე სიაშია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.

Airbnb 191 ქვეყანისა და რეგიონის 81 ათასზე მეტ ქალაქში ოპერირებს.

imedinews.ge

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …