საქართველოს ეროვნული ბანკი ქალების გაძლიერების პროგრამას იწყებს

ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, სწორედ ამ მიზნით, გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.  2023 წლიდან ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტით რამდენიმე ახალი მიზნობრივი სეგმენტი განისაზღვრა. მათ შორის არიან ქალები.

კვლევებით დასტურდება, რომ ფინანსური ცოდნის კომპონენტში ქალები კაცებთან შედარებით დაბალ შედეგებს აჩვენებენ. ასევე, განსხვავებულია მათი ეკონომიკური აქტივობისა და ანაზღაურების მაჩვენებლები.

საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ფინანსური განათლების აქტივობები ხელს უწყობს  ქალთა ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენასა და მათი თავდაჯერებულობის ამაღლებას.

სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი ქალებისთვის ახალ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი აქტივობები, კამპანიები, კონკურსები, ონლაინ და ბეჭდური საგანმანათლებლო მასალების შექმნა და გავრცელება.

ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფინანსური განათლების პირველ ვებ-პორტალს – www.finedu.gov.ge.

დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებებისა და შემოთავაზებების, კომენტარებისა და რეკომენდაციების გაზიარება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@finedu.gov.ge.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …