საქართველოს ბანკი მომხმარებელს ვებ გვერდზე Apple Pay-ით  გადახდებს სთავაზობს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად სიახლე Apple Pay-ით, ელექტრონული კომერციის საშუალებით – კომპანიების ვებგვერდიდან გადახდებს შეეხება.

საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას.

დღეიდან, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ვებგვერდიდან მომხმარებლებს შესთავაზონ, უსაფრთხოდ და მარტივად, Apple Pay-ით ონლაინ გადახდების წარმოება. ამისათვის საჭიროა  დაუკავშირდეთ ბანკს ნომერზე: 2 444 444 და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ტექნიკური დეტალების შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ვებგვერდზე გადახდების დამატება.

მას შემდეგ რაც Apple Pay ღილაკი დაემატება ვებგვერდს, გადამხდელი მარტივად, ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე დაასრულებს გადახდას Apple-ის ნებისმიერ მოწყობილობაზე თითის ანაბეჭდის ან Face ID-ს საშუალებით. ამავდროულად, Apple Pay-სთან ერთად, სტანდარტული გადახდის მეთოდები რჩება უცვლელი. აქვე აღვნიშნავთ, რომ Apple Pay-ის საშუალებით ვებგვერდიდან გადახდები შესაძლებელია მხოლოდ Safari web browser-ის  გამოყენებით.

 

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.