საფრანგეთში ავიაბილეთების ფასები სწრაფად იზრდება

საფრანგეთში ავიაბილეთების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავის მხრივ მგზავრები უკმაყოფილებას არ მალავენ და აღნიშნავენ, რომ თუ ადრე ბილეთის ყიდვა 500 ევროდ იყო შესაძლებელი, დღეს მისი ღირებულება 900 ევროზე მეტია, შესაძლოა 1000 ევროც კი.

ტელეკომპანია France 3-ის ინფორმაციით, წლის განმავლობაში საფრანგეთიდან საზღვარგარეთ ფრენების ფასები გაიზარდა საშუალოდ 6,1%-ით, ხოლო საზღვარგარეთიდან საფრანგეთის მიმართულებით ფრენებზე – 13,5%-ით. ავიაბილეთის გაძვირების მიზეზად ავიაკომპანია Air France-ში უკრაინის კრიზისის ფონზე საავიაციო ნავთის გაძვირებას ასახელებს.

„უკრაინაში არსებულმა ვითარებამ განაპირობა ნავთობისა და, შესაბამისად, საავიაციო ნავთის ფასის მნიშვნელოვანი მატება, რომელიც ჩვენი ხარჯების 20-30%-ს შეადგენს“, – განმარტავენ Air France-ის პრესსამსახურში.

შემთხვევითი სიახლე

გივი სანიკიძე მესტიაში კრიპტომაინინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე: ცალსახად სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა აუცილებელი იყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრის, გივი სანიკიძის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება მესტიაში …