სარფში, ყაზბეგში, ვალესა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

თბილისი (BPI) – 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი”, „ვალე”, „ყაზბეგი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის, საქართველოს, ირანისა და აზერბაიჯანის  მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 21,400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი  ლარის ოდენობით შეეფარდათ.

შემთხვევითი სიახლე

სებასტიან მოლინესი: საქართველოს რეფორმების პროგრამა შთამბეჭდავია

თბილისი (BPI) – შთამბეჭდავია იმ რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს, – განაცხადა …