საპენსიო სააგენტოს კონსულტაციებს ფრანგი ექსპერტი უწევს

თბილისი (BPI) – საფრანგეთის განვითარების სააგენტო საპენსიო სააგენტოს მხარდაჭერას განაგრძობს. სააგენტოს ფრანგი ექსპერტი ანი ბურდილი სტუმრობს და ის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება.

ანი ბურდილი საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებს 5 დღის განმავლობაში საინფორმაციო შეხვედრებს ჩაუტარებს. ფრანგ ექსპერტს ადამიანური რესურსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, საფრანგეთის კერძო და საჯარო სექტორში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

,,ნებისმიერ სტრუქტურაში არსებითად მნიშვნელოვანია გუნდის არსებობა. ამ გუნდს კი შეფასებისა და განვითარების გეგმები სჭირდება. საპენსიო სააგენტოში ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. მე შევეცდები თითოეულ თანამშრომელს ჩემი გამოცდილება გავუზიარო, მენეჯერებს კი დავეხმარო შეფასების გეგმებისა და კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში, რათა გაუმჯობესდეს საპენსიო სააგენტოს მომსახურება და სერვისი, რაც თითოეულ ბენეფიციარზე აისახება.“ – აცხადებს ანი ბურდილი. 

ფრანგი ექსპერტი მონიტორინგს გაუწევს სააგენტოში მიმდინარე პროცესებს და სამუშაო ვიზიტით თბილისში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …