სამშენებლო მასალების და არქიტექტურული მომსახურების ბაზარზე დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირიებით კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფ/პ „ზაზა გოგოტიშვილის“ და შპს „სი ემ სის“ მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნის გზით დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კონცენტრაცია ეხება სამშენებლო მასალების იმპორტის/ექსპორტის, სამშენებლო და არქიტექტურული მომსახურების ბაზრებს.

მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტო სწავლობს განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს.

აღნიშნულ გაერთიანებასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მოსაზრებები წარმოადგინონ, არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gnca.gov.ge ან მისამართზე – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.

სააგენტოსათვის წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს. სააგენტოში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს.

წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში განისაზღვრება ჯარიმა – კომპანიის გასული წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე ოდენობით. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარს შეადგენს.

2022 წელს, სააგენტომ 4 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ დროისთვის, 2 გაერთიანების შესწავლის პროცესი მიმდინარე რეჟიმშია. 2022 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოში 9123 კონცენტრაცია განხორციელდა

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …