საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებით 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა

საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი., – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კერძო სექტორს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად უქმედ გამოაცხადოს 1-დან 10 იანვრამდე პერიოდი.

„სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით და ამასთან დაკავშირებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს. კერძო სექტორს შეუძლია თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად უქმედ გამოაცხადოს 1-დან 10 იანვრამდე პერიოდი. სხვა დამატებითი შეზღუდვა დაწესებული ამ მომენტისთვის არ არის და საბჭოს სხდომაზე არც შემსუბუქებების შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

შემთხვევითი სიახლე

29 ივლისს თბილისს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი ეწვევიან, რომლებიც Executive Leadership Workshop-ს ჩაატარებენ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop – ერთდღიანი …