საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა

თბილისი (BPI) – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა. კოსტავას 68-ში მდებარე პირველი არხის შენობა, აუქციონის წესით, 24 059 832 დოლარად (ეკვივალენტი ლარში) იყიდება.

გასაყიდი შენობა ქალაქის ცენტრში (საკადასტრო კოდი: 01.14.14.009.052) მდებარეობს, მიწის ფართობი – 33 209 კვ.მ-ს, შენობა-ნაგებობები – 23 649 კვ.მ-ს შეადგენს, აქვს მაღალი სამშენებლო კოეფიციენტი და მრავალპროფილიანი განვითარების შესაძლებლობა.

კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 24 059 832 აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარში) შეაფასა და ქონება აუქციონზე სწორედ აღნიშნული ფასით იქნა გატანილი.

ქონების რეალიზება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ხდება, ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

აუქციონში მონაწილეობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 4 ივნისის ჩათვლით, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობა, რომლის არქიტექტურული პროექტი საზოგადოებამ შეარჩია, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს.

შემთხვევითი სიახლე

ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება – გაიზომე ნნევა – #ამასშენთვისგეუბნები

თბილისი (BPI) – ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა – …