სავალუტო ფონდთან პროგრამა გახანგრძლივდა

თბილისი (BPI) – თანხა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან უნდა მიეღო ერთ წელზე გადანაწილდა. თანხის გადანაწილება განაპირობა სსფ-ს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის ერთი წლით გახანგრძლივებამ.

როგორც სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია.

შეთანხმება საჭიროებს დამტკიცებას სსფ-ს ხელმძღვანელობისა და სსფ-ს აღმასრულებელ დირექტოთა საბჭოს მიერ. საქართველოს საკითხს საბჭო დეკემბერში განიხილავს.

მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 41.6 მლნ დოლარი. შედეგად, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში გაფართოებული დაფინანსების 249.5 მლნ დოლარს გაუტოლდება.

შემთხვევითი სიახლე

საჰაერო ბუნტი – ავიაკომპანიები აერონავიგაციის მოსაკრებლის ზრდას აპროტესტებენ

თბილისი (BPI) – საჰაერო ბუნტი – ავიაკომპანიები აერონავიგაციის მოსაკრებლის ზრდას აპროტესტებენ. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა FlyUIA-მ …