საექსპორტო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა

თბილისი (BPI) – საექსპორტო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 10%-ით $262,2 მლნ-მდე გაიზარდა.

ზრდსი ტენდენციაა იმპორტზეც, წლიური ზრდა 3,9%-ია 619,7 მლნ დოლარამდე.

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.4 მლნ დოლარი შეადგინა, მაჩვენებელი 5.7%-ით არის გაზრდილი.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში $357.1 მლნ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …