სადაზღვევო ინდუსტრიის მომგებიანობა იზრდება

თბილისი (BPI) – სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება ერთი წლის განმავლობაში 3,7 მლნ-ით გაეზარდა და 2019 წლის პირველ ნახევარში კომპანიებმა 19,6 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.

იანვარ-ივნისში კომპანიებმა 345 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდეს.

კომპანიების აქტივები 952,67 მლნ ლარია, კაპიტალი 231,27 მლნ.

2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

შემთხვევითი სიახლე

42 ქართული ტურისტული კომპანია „China Ready“ პროგრამაში ჩაერთო

ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე კავშირების დამყარებისა და საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, …