საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.3%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 981.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ. აშშ დოლარი (21.6 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 4 047.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს.

შემთხვევითი სიახლე

Aqualia-ს სტრატეგიული მიდგომები იძლევა იმის გარანტიას, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წამყვანი საერთაშორისო წყლის კომპანიის, …