საგადასახადო სამართალდარღვევის 335 ფაქტი გამოვლინდა

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა საგადასახადო სამართალდარღვევის 335 ფაქტი გამოავლინა.

დეპარტამენტის ოფიცრებმა შეამოწმა 3 876 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:

საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 74 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 13 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 248  ფაქტი.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრია

თბილისი (BPI) – 2019 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი …