საგადასახადო სამართალდარღვევის 440 ფაქტი გამოვლინდა

თბილისი (BPI) – 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ქვეყნის მასშტაბით, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად საგადასახადო სამართალდარღვევის 440 ფაქტი გამოავლინა.

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 2 909 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 120 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 31 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 289 შემთხვევა.

შემთხვევითი სიახლე

პროკურატურა ხაზარაძე/ჯაფარიძეს პასუხობს

თბილისი (BPI) – პროკურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს. “საქართველოს …