საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და  სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად ,,დიიმ“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად,  394,83 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვას და საქართველოში უკანონო შემოტანას გულისხმობს.

საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი  29 ძაღლი ახორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …