საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია

2022 წლის ოქტომბრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2022 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 888.6 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით შემცირდა) და 2022 წლის  ოქტომბრის ბოლოს 67.2 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის თანამშრომლები ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თანამშრომლები – …