რა საკითხები განიხილეს სემეკის საჯარო სხდომაზე

23 ივნისის საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. კომისიამ იმსჯელა “ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების” დამტკიცების თაობაზე. ასევე, განიხილა საკითხი “ელექტროენერგიის ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ. აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა შემდეგ სხდომაზე გაგრძელდება.
კომისიის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ,,ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ და „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებებში.
კომისიის გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და სს “საქორგგაზის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში. გარდა ამისა, კომისიამ განიხილა საკითხები აბონენტებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებული დავებისა და გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების ვადების შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …