რა თემებზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

სემეკმა საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.
კომისიის გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც შეეხება სს ” ენერგო-პრო ჯორჯიასთვის” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფის კორექტირებას. კომისიაში მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 27 სექტემბერი, ხოლო დადგენილების მიღების ვადად – 2023 წლის 31 დეკემბერი.
დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების შესახებ კომისიის დადგენილებებში ცვლილების შეტანის შესახებ. კომისიაში მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 27 სექტემბერი, ხოლო დადგენილების მიღების ვადად – 2023 წლის 31 დეკემბერი.
საჯარო სხდომაზე კომისიამ ასევე, განიხილა საკითხები „შპს „ჰიდროენერგიას“ მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის თაობაზე.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ …