რატომ ემუქრებიან ჯანმოს ხელმძღვანელს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა The Washington Post-თან ინტერვიუში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე მუქარის შემცვლელ შეტყობინებებით ემუქრებოდნენ.

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მას სიცოცხლის მუქარის შემცველი შეტყობინებები ჰქონდა. „მუქარა პირდაპირ SMS-ის საშუალებით მეგზავნება. არ ვიცი, საიდან მოიტანეს ჩემი ნომერი,“ – თქვა მან.

გებრეიესუსის თქმით, მის სახლში განგაშის სისტემა დამონტაჟდა და თანამშრომლები სთავაზობენ დაცვის დაქირავებას. კონკრეტულად ვინ ემუქრება ორგანიზაციის ხელმძღვანელს, არ ზუსტდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ მისთვის უსაფრთხო არ იყო ეთიოპიაში დაბრუნება. გამოცემის ცნობით, ოფიციალურმა პირმა გააკრიტიკა ქვეყნის ხელისუფლება ტიგრეის შტატში შექმნილი ვითარების გამო.
გებრეიესუსი თვლის, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის დასრულებაზე ამ დროისთვის საუბარი ნაადრევია.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ …