ოსმან თურანი: თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური პრობლემა არ არსებობს

თბილისი (BPI) – ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ოსმან თურანი ამბობს, რომ თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური პრობლემა არ არსებობს.

ინვესტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ თურანმა განაცხადა, რომ ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია ინვესტორთა საბჭოს შეხვედრას პირველად დაესწრო.

„ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა გასულ კვირას საკითხები გადმოაგზავნა და დღეს ეს თემები განვიხილეთ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ყველა საკითხი განვიხილეთ. აქ არ განიხილებოდა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობები.

განვიხილეთ ზოგადი ბიზნეს გარემო. აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებზე ენერგეტიკის სფეროში. იყო შეფერხება ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშრებით და შესაბამისმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ შესაბამის ზომების მიიღებენ. თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს”, – განაცხადა ოსმან თურანმა.

 

შემთხვევითი სიახლე

გივი სანიკიძე მესტიაში კრიპტომაინინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე: ცალსახად სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა აუცილებელი იყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრის, გივი სანიკიძის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება მესტიაში …