ორბელიანზე საათობრივი პარკირება 200-ზე მეტ ადგილს მოიცავს

თბილისი (GBC) – ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1 ოქტომბრიდან უკვე ორბელიანის მოედანზე ამოქმედდება და სისტემა 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხება. მათ შორის მიწისქვეშა სადგომზეც.

ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასო პარკირებით სარგებლობისთვის ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ საინფორმაციო ჯიხურს მიმართონ.

უფასო პარკირებით სარგებლობა შეუძლიათ შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს. სხვა დანარჩენისთვის კი 15 წუთის შემდეგ, მიმდებარე არეალით სარგებლობა ფასიანი იქნება – ერთი საათი ერთი ლარი.

„ორბელიანის მოედანზე განვახორციელეთ პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი, რომელიც საჩვენებელია თავისი ხარისხით, ავტომობილების რაოდენობით. ის, დაახლოებით, 180 მანქანაზეა გათვლილი, აღჭურვილია ყველანაირი თანამედროვე სისტემით – სახანძრო სისტემა, სამეთვალყურეო კამერები, ანუ რაც კი მოთხოვნილია მსგავსი პროექტისთვის, ყველაფერი მაქსიმალურად გათვალისწინებულია“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის …