მინიშნება, რომ ეს აქციონერი ახალი ან ძველია, უხერხულიც კია, ამ კონტექსტში ვისაუბროთ ლონდონის ბირჟის აქციონერების მიმართ – დიმიტრი ტორაძე

მინიშნება, რომ ეს აქციონერი ახალი ან ძველია, ღიმილის მომგვრელი პიარსვლაა, რადგან ბიზნესი ამას არ იცნობს, სააქციო საზოგადოებათა სამართლებრივი კულტურა ამას არ იცნობს, შესაბამისად უხერხულიც კია, რომ ამ კონტექსტში ვისაუბროთ ლონდონის ბირჟის აქციონერების მიმართ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის, იან მალკოლმ ჰოქის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს ძველი და ახალი აქციონერი.

„საჯარო განცხადებებით, რაც მოვისმინეთ, თითქოს რჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობს 2 ან 3 ინტერპრეტაციის საშუალება. ძალიან მარტივად ახსნადი თემაა ეს. არ არსებობს ძველი და ახალი აქციონერი, არც შეიძლება არსებობდეს, რადგან აქცია არის ფასიანი ქაღალდი, ფინანსური ინსტრუმენტი. ეს გულისხმობს იმას, რომ ის ფულია დღესაც და ხვალაც. ფინანსური ინსტრუმენტით შეიძლება ისეთი აქტივის მფლობელიც კი იყო, რომელიც ჯერ არ არსებობს. მაგალითად, ნავთობის აქციებით იყიდება ის ნავთობი, რომელიც ჯერ კიდევ მოპოვებული არ არის. შესაბამისად, უფლებები, რაც აქციის მფლობელს გააჩნია, რომ დააყენოს თავისი მოთხოვნები და დაიცვას თავისი ინტერესები, ეს არის ცალსახა“, – განაცხადა დიმიტრი ტორაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება. …