მთავრობამ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაამტკიცა, რომელთა ჯამური ღირებულება 200 მლნ დოლარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა.
მთავრობამ, ქვეყანაში მწვანე, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მოიწონა. მათ შორისაა მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტები.

პროექტების დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, ხოლო ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …