მეიჯერელ საქართველოს Star Awards-ის ჯილდო მიენიჭა

თბილისი (BPI) – მომსახურების მაღალი დონით, ხარისხით, სისწრაფით და სხვა მრავალი მაჩვენებლით, Majorel Georgia-ს ტექნიკური დახმარების გუნდი, წელს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის კუთხით საუკეთესო გახდა.

მეიჯერელ საქართველო სხვადასხვა პროექტს აერთიანებს. მათ შორის პირველი – E-commerce, ყველაზე დიდი და წამყვანი პროექტია. E-commerce-ი სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი კლიენტებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევაა.

სწორედ ამ გუნდმა 2019 წლის მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით, საქართველო სხვა ქვეყნებისგან ხარისხობრივი შედეგებით გამოარჩია და მსოფლიოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. ეს პრიზი პროექტისთვის პირველი არ არის – 2019 წლის 1 კვარტალში, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლის გამო მას მსოფლიო აღიარება მიენიჭა.

Majorel Georgia-ს ტექნიური დახმარების გუნდმა 2018 წელის სექტემბერში 10 თანამშრომლით დაიწყო მოღვაწეობა და დღესდღეობით 115-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში E-commerce-ს სფეროს უმსხვილესი  ბრენდის ტექნიკური დახმარების პროექტი უნიკალურია, რადგან მეიჯერელ საქართველოს თანამშრომლები მომხმარებლებს გერმანულ ენაზე უწევენ დახმარებას. საწყის ეტაპზე კომპანიამ თანამშრომლების სწავლება და პროფესიული განვითარება უზრუნველყო, რის შედეგადაც შეიქმნა ტექნიკური განათლების პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც ერთ წელში  წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია.

„ჩვენთვის, როგორც საქართველოში ახლად დაფუძნებული კომპანიითვის, მსგავსი მიღწევები ძალიან მნიშველოვანია. ის რომ ასეთი უნიკალური პროექტი გერმანულ ენაზე წარმატებულად ოპერირებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის ბაზრის მომსახურების მაღალ დონეს და საინტერესოს ხდის მას საერთაშორისო ბაზარზე. სულ რაღაც 3 წელია, რაც კომპანია საქართველოში მოღვაწეობს, მაგრამ არაერთი აღიარება მოიპოვა. ეს კი ყოველდღიურად გვემხარება დავასაქმოთ უფრო მეტი ადამიანი საქართველოში.“ – განაცხადა ალექსანდრე მირონენკომ მეჯერელ საქართველოს country manager-მა.

საერთაშორისო კომპანია ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწეობს და კლიენტთა მომსახურების მიმართულებით მომხმარებელს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს. მსოფლიო მასშტაბით კომპანიას 28 ქვეყანაში, 48 000 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. საქართველოში მეიჯერელი 3 წლის წინ დაფუძნდა. დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სეგმენტებს მოიცავს როგორიცაა: მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები და ა.შ. მეიჯერელ საქართველოს თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს  ეხმარებიან  საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და სთავაზობენ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებს. ამ ეტაპზე კომპანიას აქვს როგორც გერმანული, ასევე გერმანულ-ინგლისური და რუსულ-ინგლისურენოვანი პროექტები.

საერთაშორისო კომპანია Majorel Georgia  ხუთ განსხვავებულ პროექტს ახორციელებს, საქართველოს ორ ქალაქში – თბილისსა და ქუთაისშია წარმოდგენილი და  900-ამდე თანამშრომელს აერთიანებს.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი სკოლების ფინანსურ განათლებაზე ზრუნვას განაგრძობს

თბილისი (BPI) – სებ-ი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის, პედაგოგთა ტრენინგს განაგრძობს, “სკოლა-ბანკის” პროგრამის ფარგლებში, Child and …