“მგალობლიშვილზე გზის ჩანგრევის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს GWP აანაზღაურებს”

თბილისი (BPI) – თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე გზის ჩანგრევის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს GWP აანაზღაურებს – ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია GWP-ში განუცხადეს. 

„მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანდა GWP-ის მაგისტრალური წყალსადენი; ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დაზიანებული მილის აღსადგენად 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. 

რაც შეეხება მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ზარალის მოცულობის დადგენა, რის მიხედვითაც მოხდება GWP-ის მიერ ზარალის ანაზღაურება“, – აცხადებენ GWP-ში. 

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დაზიანებული მილის აღსადგენად 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. 

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მისი შემოწმებაც მოხდება. 

ცნობისთვის: თბილისში, დღეს ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე 900 მმ-იანი წყალსადენის მაგისტრალური მილი დაზიანდა; დაზიანებულმა მილმა მიწის ჩავარდნა გამოიწვია და ადგილზე მდგომი ორი ავტომობილი ჩაიყოლა. 

BM.GE

შემთხვევითი სიახლე

საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ქარსაფარი ზოლები გაშენდება

თბილისი (BPI) – საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა ფართობი)  ქარსაფარი ზოლები …