მაწვნის შტამი ფალსიფიკაციისგან დასაცავად

თბილისი (BPI) – მაწვნის ადგილობრივი შტამის შესაქმნელად მერძევეები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სამუშაო ჯგუფს შექმნიან. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მაწონი გეოგრაფიული აღნიშვნით არის დაცული.

მწარმოებლების მტკიცებით, პროდუქტის დამზადება მხოლოდ საქართველოში წარმოებული რძით და დედოთია ნებადართული, თუმცა ამ დრომდე ლაბორატორიულად შესწავლილი ქართული დედო არ არსებობს. შესაბამისად არსებობს რისკი, რომ კონკრეტული ჯგუფები პროდუქტის დაბალ ფასში დამზადების მიზნით ფალსიფიცირებულ მაწონს გაყიდიან.

რისკის თავიდან ასაცილებლად სამუშაო ჯგუფი ლაბორატორიულად შესწავლილ ქართულ დედოს შექმნის, რომელიც ინდუსტრიული წარმოებებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …