მარკა დანტე ალიგიერის პორტრეტით უკვე მიმოქცევაშია

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და “საქართველოს ფოსტის” მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან, მიმოქცევაში შევიდა მარკა დანტე ალიგიერის პორტრეტით.

მიმდინარე წელს, მსოფლიო გენიალური იტალიელის, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს აღნიშნავს. დანტე ალიგიერის შემოქმედება არაერთი ქართველი ბელეტრისტის, პოეტის, მეცნიერის შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროდ იქცა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, სერგო ქობულაძის მიერ შესრულებულ დანტე ალიგიერის პორტრეტს, 1956 წელს, იტალიაში, ვენეციის ბიენალეზე დიდი წარმატება ხვდა წილად და საუკეთესოთა შორის დასახელდა, სწორედ აღნიშნული პორტრეტის გამოსახულებით გამოიცა საფოსტო მარკა, რომელიც ქართველი და იტალიელი ხალხის მეგობრობის კიდევ ერთ სიმბოლოდ ჩაითვლება.

მარკა ხელმისაწვდომია “საქართველოს ფოსტის” 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

ჩინეთი ვიეტნამის საზღვრის დასაცავად ანდროიდებს გამოიყენებს

ჩინური კომპანია UBTech Robotics მასშტაბურ შეკვეთას მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის დაცვასა და კონტროლში ჰუმანოიდური რობოტების …