ლიბერთის სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე იზრდება

ლიბერთი, 1 ნოემბრიდან, მომხმარებლებს არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს 4 წლამდე ვადით შესთავაზებს.
ახალი სესხის აღებისას, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანის და რეფინანსირების შემთხვევაში, მომხმარებლები ახალი პირობებით ისარგებლებენ.
აღსანიშნავია, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ხელმისაწვდომი ლიმიტი გაიზარდა 80 000 ლარამდე.
სასურველი თანხის მიღებას, მომხმარებლები კონკურენტული საპროცენტო განაკვეთით – ნომინალური 9,9% – დან და ეფექტური 15,8% -დან შეძლებენ.
სამომხმარებლო სესხის მისაღებად, ბანკში შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცესი ხელმისაწვდომია როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის. სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …