ლევან გამყრელიძემ „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ წევრი ქვეყნების საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ წევრი ქვეყნების საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს – აზერბაიჯანის, ჩინეთის, ყაზახეთის ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და კორეის სახელმწიფოების სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებს, ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ასევე აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები (ADB).

შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ ერთიანი სატრანზიტო სისტემები, ციფრული საბაჟო, ერთიანი ფანჯრის პრინციპის დანერგვისა და ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი, ასევე 2023 – 2024 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული გამოწვევები და სხვა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ …