ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

13 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8643 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8745 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.02 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8815 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8788 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.27 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1642 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4128 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 ივლისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …