ლარი გამყარების ტრენდზეა

21 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8045 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8203 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.58 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8567 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8697 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.30 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1586 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.3545 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 ივლისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

ლონდონის საფონდო ბირჟა: ვულოცავთ საქართველოს 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას

საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ეხმაურება ლონდონის საფონდო ბირჟა. …