ლარის კურსი და ინფლაცია – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ IMF-ის მისიასთან პრობლემებზე ისაუბრა

თბილისი (BPI) -საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები, მათ შორის, ლარის კურსის გავლენა ქართული ბიზნესზე და ენერგეტიკულ სექტორში არსებული პრობლემები განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა (BAG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარ მისიის შეხვდრაზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა IMF-ის წარმომადგენლებს ქვეყანის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმ პრობლემატიკაზე, რაც საქართველოში მოღვაწე მსხვილ ბიზნეს კომპანიებს აწუხებთ, რომელთა შორის არის ლარის გაუფასურება, ინფლაციის მაჩვენებელი და ლარში ფინანსების ხელმისაწვდომობის პრობლემა გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის გამო.

მხარეებმა ისაუბრეს ენერგეტიკულ საკითხებზე, ელექტროსადგურების მშენებლობის აუცილებლობასა და მათი გამართული მუშაობის მნიშვნელობაზე ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის.

„სასიხარულოა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ეკონომიკური მდგომარეობის ობიექტურად აღსაქმელად ხვდებიან ყველა დაინტერესებულ მხარეს, რის საფუძველზეც ხდება ინფორმაციის შეჯერება და სწორი დასკვნების გამოტანა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ აუცილებლად მიიჩნია საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან, როგორც ყველაზე მსხვილ ბიზნესგაერთიანებასთან შეხვედრა და ჩვენი მოსაზრებების მოსმენა“ – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრია

თბილისი (BPI) – 2019 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი …