კასპში ნუშის ახალი ბაღი გაშენდა

თბილისი (BPI) – კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 10 ჰა ფართობზე ნუშის ბაღი გაშენდა.

ბაღი ბენეფიციარმა პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გააშენა. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებამ 38 298 ლარი შეადგინა, აქედან, 13 440 ლარი ნერგებისთვის, 24 850 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის ფარგლებში ხეხილის ახალი ბაღები 7,745 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 42,778,460 ლარს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …