კასპერსკის ლაბორატორია მიტოვებული ექაუნთებიდან ინფორმაციის გაჟონვაზე წუხს

თბილისი (BPI) – მიტოვებული ტელეფონის ნომრები, ექაუნთები, სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის და ონლაინ მაღაზიების პროფილები შეიძლება მომხმარებლების ინფორმაციის გაჟონვისა და ფინანსების დაკარგვის მიზეზად იქცეს, – ამ დასკვნამდე მივიდნენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტები.

მათი მონაცემებით, ბევრი მომხმარებელი, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, რესურსებზე არ თიშავენ არასაჭირო ექაუნთებს და მიტოვებული ექაუნთების საშუალებით, ბოროტმზრახველები აღწევენ იმ რესურსამდე, რომლებიც გამოიყენება და მასზე ინახება მნიშვნელოვანი მონაცემები.

უპირველეს ყოვლისა, არ შეიძლება ექაუნთის მიტოვება სოციალურ ქსელში, რადგან მისი საშუალებით მომხმარებლები ხშირად რეგისტრირდებიან სხვა რესურსებზე. როდესაც ეს ექაუნთი მომხმარებლისათვის ზედმეტი ხდება, სოციალური ქსელი მაინც აგრძელებს შეტყობინებების გაგზავნას მის ფოსტაზე, მომხმარებელი თავს არ იწუხებს მისი გათიშვისათვის, მაგრამ შეტყობინებები დიდი ხანია იფილტრება ცალკე საქაღალდეში, რომელსაც ის არ კითხულობს და როცა მომხმარებელი მიიღებს წერილს, რომელშიც წერია, რომ ვიღაც მის ანგარიშზეა შესული უცნობი კომპიუტერიდან, იგი ამ წერილს ვერ ამჩნევს. ამ დროს ბოროტმზრახველებს საკმაო დრო აქვთ, რათა გამოიყენონ ამ სოციალური ქსელისათვის მიბმული ანგარიში. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ორფაქტორული აუტენტიფიკაციის დაყენება და უნდა ჩაირთოს შეტყობინება უცნობი მოწყობილობიდან ექაუნთში შესვლის შესახებ.

ასევე, თქვენ არ უნდა მიატოვოთ ელ.ფოსტის სარეზერვო მისამართი, რომელსაც ბევრი იყენებს საფოსტო გზავნილებისთვის, რათა არ მოხდეს მათი ძირითადი საფოსტო ყუთის გადატვირთვა და მასზე ყველაფერს არეგისტრირებს, მათ შორის მნიშვნელოვან მონაცემებიან პროფილსაც და რადგან ცოცხალი ადამიანების წერილები მასზე არ მოდის, ისინი ამას ძალიან იშვიათად ამოწმებენ. ამიტომაც სარეზერვო ფოსტის გატეხვას მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამჩნევენ. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ელ.ფოსტის სარეზერვო მისამართთან ჩავრთოთ ორფაქტორიანი აუტენტიფიკაცია და ამ ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა მოვახდინოთ ძირითად საფოსტო ექაუნთზე ცალკე საქაღალდეში.

მომხმარებელმა, რომელმაც შეცვალა პაროლის მენეჯერი, აუცილებლად უნდა წაშალოს ექაუნთი ძველ მენეჯერში, რადგან კიბერდამნაშავეებს შეუძლიათ მიწვდნენ პროფილს ძველ მენეჯერში და შესაბამისად ამ პროფილში შენახულ ექაუნთებს, პაროლებსა და საბანკო ბარათების მონაცემებს.

ასევე საშიშია სიტუაცია, როდესაც მომხმარებელი აბამს საბანკო ბარათს ონლაინ მაღაზიის ანგარიშზე და დიდხანს არ სარგებლობს მისი მომსახურებით. თუ კრიმინალები გატეხენ ექაუნთს, ისინი შეეცდებიან შეიძინონ რაიმე მომხმარებლის სახელით ისე, რომ მომხმარებელმა ვერც კი გაიგოს, რადგანაც ყველა ონლაინ მაღაზია არ ითხოვს კოდს SMS– ით შეძენის დასადასტურებლად. ამგვარად, არ შეიძლება საბანკო ბარათის მიბმა ონლაინ მაღაზიასთან. თუ სერვისი იმახსოვრებს ბარათს ავტომატურად, ის უნდა წაშალოთ. უმჯობესია, შეიძინოთ ცალკე ბარათი ონლაინ შესყიდვებისთვის და მასზე მხოლოდ მცირე თანხა შეინახოთ.

კომპანიებისთვის საშიშროებას წარმოადგენს ყოფილი თანამშრომლების სამუშაო ანგარიშები სხვადასხვა Google სერვისებზე. ამ ანგარიშების გატაცებით ჰაკერები მიიღებენ სამუშაო დოკუმენტებსა და კომპანიის სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციას. ამიტომ კომპანიებმა უნდა გამორთონ სერვისებზე წვდომა, მათ შორის, სამსახურიდან წასული თანამშრომლის Google-ექაუნთისაც. მიტოვებული მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა გამოაცალკევოს მათგან მისი ექაუნთები, რადგან მის შემძენ თაღლითს შეუძლია ამ ნომრით მოძებნოს ყოფილი მომხმარებლის ექაუნთი ონლაინ-სერვისებში და შეცვალოს იქ პაროლი, შემდეგ კი მიაღწიოს ამ ნომერზე დაკავშირებულ საბანკო ანგარიშებთან, ონლაინ-საფულეებთან და ჩამოწეროს იქედან თანხა.

შემთხვევითი სიახლე

ვის დაუწესდება ₾200 000 ლიმიტი – მსესხებელი კლასებად დაიყოფა

თბილისი (BPI) – სავალუტო სესხზე ₾200 000 ჭერის, $33 800 -მდე  დაწევაზე, 2020 ბიუჯეტის საპარლამენტო …