იტალიელებს ქართული ლოკოკინას დაგემოვნება შეუძლიათ

თბილისი (BPI) – ქართული ლოკოკინა ექსპორტზე იტალიაში გადის. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა “ნადი გრუპი” წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს.

კომპანია პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვასაც გეგმავს.

კომპანია ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში არის გახსნილი და 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

ლოკოკინების ფერმა ფერმა თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი, პროექტში 1,41 მლნ ლარია ინვესტირებული, აქედან 1,26 მლნ ლარი კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ ქ.გორის მოსახლეობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებები გააცნო

6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქ.გორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის …